26 Haziran 2014 Perşembe

მე–3 ჯგუფი;

მე–4 გუნდი:

სალეხ მამედოვი
ბახრუზ ბაირამოვი
თოღრულ ალაქპაროვი 


ლექტორი : თეა ლილუაშვილი


საგანი : ინფორმაციული წიგნიერება


კახეთის შესახებ:


კახეთი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარეა. კახეთის რეგიონი საქართველოს აღმოსავლეთით მდებარეობს და საქართველოს რეგიონებს შორის ყველაზე დიდი ტერიტორია უკავია (დაახლოებით 11 342  კვ. კილომეტრი). მოსახლობის რაოდენობა 400 ათასს აღემატება. კახეთს ორ ნაწილად ჰყოფს ცივ-გომბორის ქედი, საიდანაც დასავლეთით ივრის, აღმოსავლეთით კი ალაზნის ველის იშიათი ბუნებრივი სანახაობა იშლება: აქ ერთმანეთის გვერდიგვერდაა კავკასიონის თოვლიანი მთები, ულამაზესი ვაკეები და ველ-მინდვრები. მრავალფეროვან ბუნებრივ ლანდშაფტს ორგანულად ერწყმის ქართული არქიტექტურის უნიკალური ნიმუშები. მის შემადგენლობაშია ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს,თელავის, თიანეთის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის რაიონები. 

კახეთის  ლამაზი სურათები:













კახეთის ცენტრის შესახებ:
კახეთის ცენტრი ქალაქ თელავია. რომელიც მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი კალთის ძირას და ალაზნის ვაკეზე. თელავი ზღვის დონიდან 550-800 მ სიმაღლეზე მდებარეობს, თბილისიდან 158 კმზეა. ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს. თელავის მოსახლეობა 21,8 ათასი ადამიანია. 






ქალაქ თელავის დროშა:


ქალაქ თელავის გერბი:

 
კახეთის ტრადიციები:

კახეთი მევენახეობისა და მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი კერაა. 
აქ ვაზის 80-მდე ჯიშია გავრცელებული.
კახეთი აგრეთვე ცნობილია ჩურჩხელით. ბამბის ძაფზე ასხმულ ნიგოზსთხილს, ქიშმიშს ან ჩამიჩს თათარაში სამჯერ ავლებენ. ასე მზადდება აღმოსავლეთ საქართველოში ჩურჩხელა და დასავლეთ საქართველოში ჯანჯუხა. კარგი ჩურჩხელა და ჯანჯუხა გაზაფხულამდე ძლებს. საუკუნეების განმავლობაში ქართველ მოლაშქრეთა ერთ-ერთი მთავარი საკვები ჩურჩხელა იყო.
დიპლიპიტო — დასარტყამი საკრავია. იგი შედგება ტოლი სიმაღლის (20-25სმ) და სხვადასხვა დიამეტრის თიხის ორი ქილისაგან, რომლებზეც ციკნის ტყავი ან ხარის ფაშვია გადაკრული. ნაირფრად მოხატული ქილები თასმითაა გადაბმული. დიპლიპიტოზე ხის ორი პატარა ჯოხით უკრავენ. ჟღერადობის გასაძლიერებლად ტყავს ცეცხლზე ათბობენ. 















Hiç yorum yok:

Yorum Gönder